დიზაინი

თანამედროვე ციფრულ სამყაროში დიზაინი გადამწყვეტ როლს ასრულებს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, დადებითი ემოციების გამოწვევასა და გამორჩეული მომხმარებლის გამოცდილების (UX) შექმნაში. ის ასევე უზრუნველყოფს პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას (Accessibility) ყველა მომხმარებლისთვის, განურჩევლად მათი შესაძლებლობებისა.

ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ დიზაინერულ მომსახურებას, რომელიც თქვენს ბიზნესს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს ყველა საჭირო დიზაინერული გადაწყვეტილება. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ თქვენს კომპანიას, გამოირჩეოდეს ბაზარზე ვიზუალურად მიმზიდველი და ფუნქციონალური გადაწყვეტილებებით.

ჩვენი დიზაინის მომსახურება დაყოფილია სამ ძირითად მიმართულებად:

  • გრაფიკული დიზაინი: ვიზუალური იდენტობის შექმნა, ბრენდინგი, სარეკლამო მასალები, ბეჭდური დიზაინი და სხვა.
  • UX/UI დიზაინი: მომხმარებლის გამოცდილების (User Experience) და მომხმარებლის ინტერფეისის (User Interface) დაგეგმვა და განვითარება ვებგვერდებისა და აპლიკაციებისთვის, რაც უზრუნველყოფს სიმარტივესა და ინტუიციურობას.
  • მოუშენ დიზაინი: ანიმირებული გრაფიკა, ვიდეო კონტენტი, ინტერაქტიული ელემენტები, რომლებიც აცოცხლებს თქვენს გზავნილს და ზრდის ჩართულობას.

დიზაინის რომელი მიმართულება გაინტერესებთ?

ჩვენი სამუშაო პროცესი

საჭიროებების დადგენა

ყველა პროექტი იწყება თქვენი საჭიროებების სიღრმისეული გაგებით. პირველადი ინტერვიუს მეშვეობით ვარკვევთ თქვენს მიზნებს, ამოცანებსა და მოლოდინებს. თუკი გაგაჩნიათ არსებული ტექნიკური ბრიფი, დეტალურად ვეცნობით მას. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტი არ არსებობს, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მის შედგენაში, რათა ყველა დეტალი იყოს გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე ასევე ვახდენთ პროექტისთვის საჭირო კონტენტის მობილიზებას, იქნება ეს ტექსტი, ფოტო თუ ვიდეო მასალა. თუ თქვენ არ გაქვთ გამზადებული კონტენტი, გთავაზობთ კონტენტის შექმნის სერვისს, რომელიც მოიცავს ტექსტის დაწერას, ფოტოებისა თუ ვიდეოების გადაღებას, რათა თქვენი პროექტი სრულყოფილი სახით წარდგეს.

 

კვლევა და ანალიზი

პროექტის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია ბაზრისა და კონკურენტების სიღრმისეული ანალიზი. ჩვენი გუნდი დეტალურად იკვლევს თქვენს სფეროში არსებულ თანამედროვე ტრენდებს და ტენდენციებს, კონკურენტების მიდგომებს და საუკეთესო პრაქტიკებს.

 

დაგეგმვა და ბიუჯეტირება

კვლევისა და საჭიროებების დადგენის შემდეგ, გადავდივართ დაგეგმვისა და ბიუჯეტირების ეტაპზე. ამ ეტაპზე დგება პროექტის დეტალური ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს ყველა ხარჯს. განვსაზღვრავთ პროექტის დაწყებისა და დასრულების ზუსტ თარიღებს, ასევე ვადგენთ ცალკეული ეტაპების მზადყოფნის გრაფიკს, რათა თქვენთვის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე.

 

შექმნა და ტესტირება

ეს არის პროცესის ყველაზე კრეატიული და ტექნიკური ეტაპი, სადაც ხდება დიზაინის შექმნა და რეალური კონტენტით შევსება. ჩვენი დიზაინერები ქმნიან ვიზუალურად მიმზიდველ და ფუნქციონალურ პროდუქტს, იქნება ეს ვებგვერდი, აპლიკაცია თუ სხვა დიზაინერული გადაწყვეტა.

პროექტის დასრულებამდე, გამზადებულ პროდუქტს ვუმოწმებთ სრულყოფილ ტესტირებას. ეს მოიცავს ფუნქციონალურობის, მოწყობილობებთან თავსებადობის, მომხმარებლის გამოცდილებისა და ხელმისაწვდომობის შემოწმებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი უნაკლო მუშაობა გასაჯაროებამდე.

ხშირად დასმული კითხვები დიზაინის შესახებ

რა ტიპის დიზაინის მომსახურებას სთავაზობთ?

როგორ ხდება კომუნიკაცია დიზაინის პროცესში და ვინ იქნება ჩემი კონტაქტი გუნდში?

რა ღირებულებაა დიზაინის სერვისების და როგორ განისაზღვრება ფასი?

რა ვადებში სრულდება დიზაინის პროექტები?

შეიძლება მხოლოდ ლოგოს ან ბრენდბუქის დამზადება თქვენი დახმარებით?

ჩვენი მიზანია, დეტალური და გამჭვირვალე სამუშაო პროცესის მეშვეობით შევქმნათ ისეთი დიზაინერული გადაწყვეტები, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს ბიზნეს მიზნებს და ხელს შეუწყობს მის წარმატებას.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter მოსაძებნად

Shopping Cart