SMM – სოციალური მედიის მართვა

A21 არის სარეკლამო სააგენტო, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მართვასა და სარეკლამო კამპანიებში. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს ციფრულ სამყაროში გაციფრულებაში და არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში.

ჩვენ გთავაზობთ სოციალური მედიის მართვის სრულ სერვისს: სტრატეგიის შექმნიდან, კონტენტის მომზადებითა და სწორ აუდიტორიაზე მიზანმიმართული რეკლამირებით დამთავრებული. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ დაზოგოთ დრო და ხარჯები, ხოლო თქვენი ბიზნესი გახდეს გამორჩეული და ლიდერი კონკურენტულ ბაზარზე.

facebook გვერდის მართვა
სოციალური მედიის მართვა
instagram-ის მართვა

მოგვანდეთ თქვენი სოციალური მედიის მართვა და დაზოგეთ დრო და რესურსები

 

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ ყველა ის ნიუანსი, რომელიც თქვენს ბიზნესს მეტ შედეგს მოუტანს. თქვენი სოციალური მედიის არხების პროფესიონალური მართვა კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების ჩართულობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი SMM გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური კადრებისგან:

  • პროექტის ხელმძღვანელი: ის იქნება თქვენი მთავარი საკონტაქტო პირი და პასუხისმგებელი სტრატეგიის შემუშავებასა და პროექტის საერთო კოორდინაციაზე.
  • გრაფიკული და Motion დიზაინერი: ისინი შექმნიან ეფექტურ ვიზუალებს და მიმზიდველ კონტენტს, რომელიც თქვენს ბრენდს გამოარჩევს.
  • ქოფირაითერი: ჩვენი ტექსტის სპეციალისტი შექმნის საინტერესო და კომუნიკაციით მდიდარ პოსტებს, რომლებიც თქვენს აუდიტორიას ჩართავს.
  • რეკლამის სპეციალისტი: ის უზრუნველყოფს თქვენი პოსტების სწორ აუდიტორიაზე მიზანმიმართულ რეკლამირებას, მინიმალური დანახარჯებითა და მაქსიმალური ეფექტურობით.

ჩვენ ვმართავთ სხვადასხვა სოციალურ მედია არხებს

facebook გვერდის მართვა
instagram-ის ადმინისტრირება
linkedin გვერდის მართვა
Youtube არხის მართვა
Tiktok-ის მართვა

თითოეულ მედია პლატფორმას აქვს საკუთარი უნიკალური სპეციფიკა და მომხმარებელთა მახასიათებლები. ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორ უნდა მოვარგოთ კომუნიკაციის სტილი და კონტენტი თითოეულ სოციალურ ქსელს, რათა თქვენი ბრენდის პოზიციონირება იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

ეს ცოდნა გვეხმარება, ზუსტად განვსაზღვროთ, სად და როგორ მივაწოდოთ თქვენი გზავნილი სამიზნე აუდიტორიას, რაც უზრუნველყოფს უკეთეს ჩართულობასა და შედეგებს.

სამუშაო პროცესი: თქვენი სოციალური მედიის ეფექტურად მართვისთვის

 

ჩვენი თანამშრომლობა იწყება პირველადი ინტერვიუთი, რომლის ფარგლებშიც ვეცნობით დამკვეთის საჭიროებებს, გამოწვევებსა და ხედვას სოციალური მედიის მართვის კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ჩამოყალიბებული გეგმა ან საკმარისი გამოცდილება, ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად შევიმუშაოთ სტრატეგია და გაგიზიაროთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.

ჩვენი სამუშაო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ინდუსტრიის და კონკურენტების კვლევა: დეტალურად ვსწავლობთ თქვენს ინდუსტრიას და ვაანალიზებთ კონკურენტების საქმიანობას, რათა სრულყოფილად გვესმოდეს ბაზრის ნიუანსები.
  • სტრატეგიის შემუშავება: ვქმნით სოციალური მედიის მართვის სტრატეგიას და განვსაზღვრავთ შესაბამის საკომუნიკაციო ტონს. არსებული სტრატეგიის შემთხვევაში, მას ვაანალიზებთ და განვიხილავთ თქვენთან ერთად.
  • კონტენტის შექმნა და დაგეგმვა: თქვენგან მოვითხოვთ არსებულ ფოტო/ვიდეო კონტენტს, ბრენდბუქს და ვიზუალური იდენტობის ელემენტებს (ლოგო, ფონტები, ფერები და ა.შ.). ამის საფუძველზე ვქმნით შესაბამის კონტენტს სოციალური მედიის არხებისთვის, ვამზადებთ ტექსტებს და ვადგენთ პუბლიკაციების კალენდარს.
  • რეკლამირება და მონიტორინგი: გამოქვეყნებულ პოსტებს ვარეკლამებთ ზუსტად შერჩეულ აუდიტორიაზე და მუდმივად ვაკვირდებით აქტიურ კამპანიებს მათი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
  • კომუნიკაცია აუდიტორიასთან: შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებს ვპასუხობთ წინასწარ შეთანხმებული გაიდლაინების შესაბამისად.
  • შედეგების ანალიზი და რეპორტინგი: ყოველთვიურად გიზიარებთ დეტალურ რეპორტს, რათა ერთობლივად გავაანალიზოთ მიღებული შედეგები და შევიმუშაოთ სამომავლო გეგმები.

სოციალური მედიის შესახებ ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სოციალური მედიის მართვა ?

სოციალური მედიის მართვა რას მოიცავს?

შეიძლება თუ არა სერვისების ინდივიდუალურად დაპირისპირება და პაკეტის მორგება?

რა მინიმალური კონტრაქტის ვადაა სოციალური მედიის მართვაზე?

როგორ ხდება მომხმარებელთა კომენტარებზე და შეტყობინებებზე რეაგირება?

გაინტერესებთ სოციალური მედიის ადმინისტრირება?

დაჯავშნე კონსულტაცია

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter მოსაძებნად

Shopping Cart