ვებგვერდის დამზადება

ჩვენ ვქმნით თანამედროვე და ადაპტირებულ ვებგვერდებს რომლებიც სრულად მორგებულია თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე. ჩვენი ვებგვერდები გამოირჩევა მაღალი კიბერუსაფრთხოებით, სწრაფი ჩატვირთვის სიჩქარითა და საძიებო სისტემებისთვის მაქსიმალური ოპტიმიზაციით, რაც თქვენს ონლაინ ხილვადობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ვებსაიტის შექმნა

რატომ არის ციფრული ტრანსფორმაცია აუცილებელი თქვენი ბიზნესისთვის?

დღესდღეობით, ყველა ტიპის ბიზნესს სჭირდება გაციფრულება და თანამედროვე, მომხმარებელზე მორგებული ვებსაიტი, რათა წარმატებით განვითარდეს ციფრულ სამყაროში. ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს თქვენი ბიზნესის ცნობადობის ამაღლებას და მომხმარებლის ლოიალობის გაზრდას, არამედ მნიშვნელოვნად ამარტივებს კომუნიკაციას როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მომხმარებლებთან.

გარდა ამისა, ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა აუმჯობესებს ბიზნეს პროცესებს, რაც პირდაპირ აისახება ეფექტურობის ზრდაზე და, საბოლოო ჯამში, გაყიდვების გაუმჯობესებაზე.

რა ტიპის ვებგვერდის დამზადება გაინტერესებთ?

ვებგვერდის დამზადება საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესია, რომელიც მრავალი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს UX/UI დიზაინს, უსაფრთხოებასა და საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი.

ჩვენ ვქმნით ვებსაიტებს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა სირთულისა და ინდუსტრიის საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას, დამკვეთებს ვეხმარებით ყველა დეტალის გაცნობაში. ხშირად ერთობლივად ვადგენთ ტექნიკურ დოკუმენტაციასა და პროექტის ბრიფს, რათა მივიღოთ უკეთესი შედეგი და მოვახდინოთ დროისა და ხარჯების ოპტიმიზაცია. ჩვენ აქტიურად გიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.

ჩვენი სამუშაო პროცესი

ჩვენი სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. საჭიროებების დადგენა
    1. პირველადი ინტერვიუს მეშვეობით ვარკვევთ დამკვეთის საჭიროებებს.
    2. ვეცნობით არსებულ ტექნიკურ ბრიფს.
    3. თუ ტექნიკური დოკუმენტი არ არსებობს, ვეხმარებით მის შედგენაში.
    4. ვახდენთ ვებგვერდზე განსათავსებელი კონტენტის მობილიზებას (ტექსტი, ფოტო, ვიდეო). თუ დამკვეთს არ აქვს გამზადებული კონტენტი, ვთავაზობთ კონტენტის შექმნის სერვისს.
  2. კვლევა და ანალიზი
    1. ვიკვლევთ კონკურენტებს ბაზარზე და ვნერგავთ საუკეთესო პრაქტიკებსა და თანამედროვე გადაწყვეტილებებს კონკრეტულ პროექტში.
  3. დაგეგმვა და ბიუჯეტირება
    1. ვადგენთ პროექტის ბიუჯეტს.
    2. განვსაზღვრავთ პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, ასევე ეტაპების მზადყოფნის გრაფიკს.
  4. შექმნა და ტესტირება
    1. ვქმნით და რეალური კონტენტით ვავსებთ ვებგვერდს.
    2. სრულყოფილად ვტესტავთ გამზადებულ ვებგვერდს გასაჯაროებამდე.
ვებგვერდის დამზადება

საბოლოოდ, დამკვეთი იღებს წინასწარ შეთანხმებული დიზაინისა და ფუნქციონალის მქონე, ტექნიკურად იდეალურად გამართულ ვებგვერდს.

ვებგვერდის დამზადების შესახებ ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ვებგევრდის დამზადება ?

ჩვენც ძალიან გვინდა გიპასუხოთ ამ კთხვაზე მაგრამ  ვებგვერდის დამზადების ღირებულება დამოკიდებულია ბევრ დეტალზე და საბოლოოდ დამოკიდებულია პროექტის დეტალებზე და შესრულებსი ვადაზე

კონსულტაცია უფასოა და თუ კითხვები გაქვთ იხილეთ კონტაქტი

რომელ მართვის პანელით ვქმნით ვებგევრდებს ?

ჩვენი ტექნოლოგიური მიდგომა ვებგვერდების შექმნისას

ჩვენს პროექტებში ყველაზე ხშირად WordPress-ს ვიყენებთ, თუმცა ვმუშაობთ სხვა CMS (კონტენტის მართვის სისტემებით), როგორიცაა OpenCart, Joomla და Drupal. პლატფორმის არჩევა დამოკიდებულია დამკვეთის მოთხოვნებსა და ვებ პროექტის საჭიროებებზე.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფუნქციონალი მოითხოვს, შეგვიძლია უნიკალური ადმინპანელიც შევქმნათ.

**WordPress-ს** განსაკუთრებულად გამოვარჩევთ მისი **ადმინისტრირების სიმარტივისა** და მრავალი უპირატესობის გამო, მათ შორის **მაღალი უსაფრთხოება და საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია**.

რა დრო სჭირდება ვებგვერდის დამზადებას?

ვებგვერდის შექმნის ვადები

ვებგვერდის დამზადების დრო მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის:

  • პროექტის მასშტაბი: რამდენად დიდი და კომპლექსურია ვებგვერდი.
  • საჭირო ფუნქციონალი: რა ფუნქციებს მოიცავს თქვენი ვებგვერდი (მაგ., ონლაინ მაღაზია, ბლოგი, საკონტაქტო ფორმები და ა.შ.).
  • კონტენტის ხელმისაწვდომობა: თუ უკვე გაქვთ მზა კონტენტი (ტექსტები, ფოტოები, ვიდეოები), პროცესი მნიშვნელოვნად მარტივდება და ჩქარდება.

როგორც წესი, სრულყოფილი ვებგვერდის შესაქმნელად, ნულიდან გასაჯაროებამდე, საშუალოდ 3-6 კვირა გვჭირდება. თუმცა, თუ პროექტის დაჩქარება გესაჭიროებათ, მზად ვართ გავზარდოთ სამუშაო პერსონალი და რესურსები, რათა პროექტი უმოკლეს დროში ჩაგბარდეთ.

გინათ ვებგვერდის დამზადება?

დაჯავშნე კონსულტაცია

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter მოსაძებნად

Shopping Cart