UX UI დიზაინი - ინტერფეისი, რომელიც მომხმარებელს ანებივრებს

კარგი UX UI დიზაინი უხილავია – მომხმარებელი უბრალოდ გრძნობს, რომ ყველაფერი ლოგიკურად და ბუნებრივად მუშაობს. ცუდი დიზაინი კი პირიქით, მაშინვე შეიმჩნევა: დაბნეული მომხმარებელი, მაღალი bounce rate და, საბოლოოდ, დაკარგული გაყიდვები.

A21 სარეკლამო სააგენტო მრავალი წელია ქმნის UX UI დიზაინს ქართული და საერთაშორისო ბიზნესებისთვის. ვმუშაობთ Figma-ში და ვაწვდით გადაწყვეტილებებს, რომლებიც ერთდროულად ლამაზია, გამოსადეგია და ბიზნეს შედეგს იძლევა.

რატომ არის UX/UI დიზაინი ბიზნესის წარმატების გასაღები?

ციფრულ სამყაროში პროდუქტი რაც უნდა ძლიერი იყოს – თუ ინტერფეისი რთულია, მომხმარებელი მას ვერ გამოიყენებს. კვლევები ადასტურებს, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი პლატფორმას ტოვებს მხოლოდ იმიტომ, რომ სასურველ ქმედებამდე მისვლა გაუჭირდა. ეს პირდაპირ ნიშნავს შემოსავლის დაკარგვას.

პროფესიონალური UX UI დიზაინი ამ პრობლემას ფუძიდან წყვეტს. სწორი სტრუქტურა, ინტუიტიური ნავიგაცია და მიმზიდველი ვიზუალი ერთად ქმნის გამოცდილებას, რომელიც მომხმარებელს ბრუნდება. შედეგად იზრდება კონვერსია, მცირდება მხარდაჭერის ხარჯები და მყარდება ბრენდის ნდობა.

UX - UI დიზაინი

ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ ლამაზ ეკრანებს – ვქმნით გამოცდილებას. ყოველი ღილაკის მდებარეობა, ყოველი ეკრანის გადასვლა და ყოველი ფერის არჩევანი სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ეფუძნება.

UX UI დიზაინის სერვისები

ვთავაზობთ UX UI დიზაინის კომპლექსურ სერვისებს – კვლევიდან და wireframe-ებიდან დაწყებული, სრული ინტერაქტიური პროტოტიპით დამთავრებული.

UX კვლევა და სტრატეგია

მომხმარებლის კვლევა, კონკურენტების ანალიზი, user persona-ების შემუშავება. ვიგებთ, ვინ არის თქვენი მომხმარებელი და რა სჭირდება მას.

Wireframe და ინფო-არქიტექტურა

გვერდების სტრუქტურა, ნავიგაციის სქემა და user flow-ების დაგეგმვა. ვიზუალამდე ვაგებთ ლოგიკურ ჩარჩოს.

UI დიზაინი Figma-ში

სრული ინტერფეისის დიზაინი – კომპონენტების ბიბლიოთეკა, Design System, ფერთა პალიტრა და ტიპოგრაფია. გადაცემა developer-ready ფაილებით.

ინტერაქტიური პროტოტიპი

სრულფასოვანი პროტოტიპი Figma-ში – ანიმაციებით და გადასვლებით. კოდის დაწერამდე შეგიძლიათ პროდუქტი რეალურ მომხმარებლებზე გამოსცადოთ.

მობაილ აპლიკაციის დიზაინი

iOS და Android პლატფორმების სპეციფიკის გათვალისწინებით შექმნილი ინტერფეისი. მოსახერხებელი, სწრაფი და ვიზუალურად დახვეწილი.

UX აუდიტი

არსებული პროდუქტის ანალიზი – ვპოულობთ სად კარგავთ მომხმარებლებს და ვთავაზობთ კონკრეტულ გაუმჯობესებებს კონვერსიის გასაზრდელად.

როგორ ვმუშაობთ — UX UI დიზაინის პროცესი

ჩვენი UX UI დიზაინის პროცესი სტრუქტურირებულია ისე, რომ საბოლოო შედეგი ყოველთვის მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული – და არა მხოლოდ ლამაზი გამოიყურებოდეს.

  1. Discovery – გაგება
    ვეცნობით ბიზნეს მიზნებს, სამიზნე აუდიტორიას და კონკურენტულ გარემოს. ვსვამთ სწორ კითხვებს, სანამ ერთი ხაზს გავავლებდეთ.
  2. Wireframes – სტრუქტურა
    ვქმნით გვერდების სქემატურ ნახაზებს – ყოველი ეკრანის ლოგიკას და user flow-ს. ამ ეტაპზე ვათანხმებთ სტრუქტურას ვიზუალამდე.
  3. UI Design – ვიზუალი
    Figma-ში ვქმნით სრულ ინტერფეისს – ფერებს, ტიპოგრაფიას, კომპონენტებს. ვამზადებთ Design System-ს მომავალი მასშტაბირებისთვის.
  4. პროტოტიპი და ტესტირება
    ვაწყობთ ინტერაქტიურ პროტოტიპს და, საჭიროებისამებრ, ვატარებთ usability ტესტს. ვახვეწთ კომენტარების საფუძველზე.
  5. Handoff – გადაცემა
    Developer-ready Figma ფაილები – ყველა სახელმძღვანელოთი, spacing-ით და ასეთებით. გუნდი ზუსტად ისე ააგებს, როგორც შევქმენით.
ვებ პროექტის განხილვა

რატომ ირჩევენ სარეკლამო სააგენტო A21-ს UX UI დიზაინისთვის?

A21 სარეკლამო სააგენტოს UX UI დიზაინის გუნდი მუშაობს Figma-ში – დღეს ინდუსტრიის სტანდარტულ ინსტრუმენტში. ეს ნიშნავს, რომ თქვენი დეველოპმენტის გუნდი მიიღებს სრულად მოწესრიგებულ, კომენტირებულ ფაილებს, სადაც ყველაფერი ზუსტია.

ჩვენ ვუყურებთ UX UI დიზაინს ბიზნეს პრიზმით. ლამაზი ინტერფეისი, რომელიც კონვერსიას არ ზრდის, ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ ყოველი გადაწყვეტილება – დაწყებული ღილაკის ადგილმდებარეობიდან, დამთავრებული ფერის კონტრასტამდე – მონაცემებსა და მომხმარებლის ფსიქოლოგიას ეფუძნება.

ხშირად დასმული კითხვები UX UI დიზაინის შესახებ

ვებსაიტის შექმნა

რა განსხვავებაა UX და UI დიზაინს შორის?

UX (User Experience) ეხება პროდუქტის გამოყენების გამოცდილებას – სტრუქტურას, ლოგიკას და მოხერხებულობას. UI (User Interface) კი ვიზუალურ მხარეს – ფერებს, ფორმებს და ელემენტების გარეგნობას. კარგი პროდუქტი ორივეს ერთად საჭიროებს.

რამდენ ხანს გრძელდება UX UI დიზაინის პროექტი?

ეს დამოკიდებულია პროექტის მოცულობაზე. მარტივი ლენდინგ გვერდის დიზაინი 1-2 კვირაში სრულდება. სრული ვებ აპლიკაციის ან მობაილ პროდუქტის UX UI დიზაინი კი, Discovery-დან Handoff-მდე, ჩვეულებრივ 4-8 კვირას მოითხოვს.

რა ფორმატში ვიღებთ დასრულებულ UX UI დიზაინს?

ყველა ფაილი Figma-ში გადაგცემთ – ორგანიზებული, კომენტირებული და developer-ready. გარდა ამისა, მოვამზადებთ Design System-ს და Style Guide-ს, რომ მომავალში ახალი გვერდები ადვილად შეიქმნას.

შეგვიძლია არსებული პროდუქტის UX გაუმჯობესება?

დიახ – ვთავაზობთ UX აუდიტს. ვანალიზებთ არსებულ პროდუქტს, ვპოულობთ პრობლემურ ადგილებს და ვწარმოგვიდგენთ კონკრეტულ რეკომენდაციებს. ეს ბევრად ეკონომიურია, ვიდრე ნულიდან ხელახლა შექმნა.

მუშაობთ თუ არა Figma-ს გარდა სხვა ინსტრუმენტებზეც?

ჩვენი გუნდი Figma-ს იყენებს, როგორც მთავარ ინსტრუმენტს – ეს დღეს ინდუსტრიის სტანდარტია. Figma საშუალებას იძლევა კლიენტმა რეალურ დროში დაინახოს პროცესი და კომენტარი პირდაპირ ფაილში დატოვოს.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter მოსაძებნად

Shopping Cart