A21 - სარეკლამო სააგენტო, რომელიც თქვენი ბიზნესის ციფრულ წარმატებაზე ზრუნავს

სარეკლამო სააგენტო

ვინ ვართ ჩვენ

A21 არის ქართული სარეკლამო სააგენტო, რომელიც დაარსდა ერთი მარტივი მიზნით – დავეხმაროთ ქართულ ბიზნესს ციფრულ სამყაროში სწრაფად, ეფექტურად და თავდაჯერებულად განვითარებაში. ჩვენ ვართ პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს – და ეს ჩვენს ყოველ პროექტში ჩანს.

მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავეთ სხვადასხვა სფეროს მცირე და საშუალო ბიზნესებთან, გავუწიეთ დახმარება ონლაინ სივრცეში დამკვიდრებაში, ბრენდის გამყარებასა და გაყიდვების ზრდაში. ეს გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ყოველ ახალ პროექტს მივუდგეთ ცოდნით, სიზუსტით და კრეატიულობით.

სარეკლამო სააგენტო A21 არ არის უბრალოდ მომსახურების მიმწოდებელი – ჩვენ ვართ თქვენი გრძელვადიანი პარტნიორი ბიზნესის განვითარებაში.

ჩვენი ისტორია

A21 შეიქმნა მაშინ, როდესაც ქართული ბაზარი ინტენსიურად გადადიოდა ციფრულ სივრცეში. ჩვენ დავინახეთ, რომ ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს ჰქონდა შესანიშნავი პროდუქტი ან მომსახურება, მაგრამ არ ჰქონდა ინსტრუმენტები, რომ ამაზე სწორად ესაუბრა ციფრულ სამყაროში.

სწორედ ამ სივრცის შესავსებად შევქმენით სარეკლამო სააგენტო A21 – სააგენტო, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია ყველაფერი, რაც ბიზნესს სჭირდება ონლაინ წარმატებისთვის: ვებგვერდის დამზადება, SEO, SMM, დიზაინი, კონტენტის შექმნა და პროფესიონალური გადაღება.

დღეს A21 ემსახურება ათობით კომპანიას საქართველოში და ჩვენი მიზანი ერთი და იგივეა – ყველა კლიენტი გახდეს ჩვენი წარმატების ისტორია.

A21 სარეკლამო სააგენტო

ჩვენი სერვისები

A21-ში გთავაზობთ კომპლექსურ ციფრულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებულია და ერთ მიმართულებით მუშაობს – თქვენი ბიზნესის ზრდისთვის.

სარეკლამო სააგენტო A21 - ის ღირებულებები

ინოვაცია

ციფრული სამყარო მუდმივად იცვლება. ჩვენ ვუყურებთ ტენდენციებს, ვსწავლობთ ახალ ტექნოლოგიებს და ვიყენებთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის სასარგებლოდ.

გამჭვირვალობა

ჩვენ არ ვმალავთ არაფერს. ყოველი პროექტის პროცესში კლიენტი ზუსტად იცის რა ხდება, რა ეღირება და რა შედეგს მოიტანს.

შედეგზე ორიენტაცია

ლამაზი ვებგვერდი ან კარგი პოსტი საკმარისი არ არის. ჩვენ ვზომავთ შედეგებს – ტრაფიკს, კონვერსიებს, გაყიდვებს – და ვმუშაობთ მანამ, სანამ რეალური შედეგი არ გამოჩნდება.

პარტნიორობა

თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა. ჩვენ არ ვამთავრებთ მუშაობას პროექტის ჩაბარებისთანავე – ვართ გვერდით გრძელვადიანი ზრდისთვის.

კრეატიულობა

სტანდარტული გადაწყვეტილებები სტანდარტულ შედეგს იძლევა. ჩვენ ვფიქრობთ სხვანაირად – ისეთი იდეებით, რომლებიც გამოირჩევა ბაზარზე.

ხარისხი

ჩვენ ვაკეთებთ ისეთ სამუშაოს, რომელზეც სიამაყით ვაწერთ სახელს. ყველა პროექტი გადის ხარისხის კონტროლს სანამ კლიენტს ჩავაბარებთ.

რატომ უნდა აირჩიო სარეკლამო სააგენტო A21?

ქართულ ბაზარზე ბევრი სარეკლამო სააგენტოა. მაშ, რატომ უნდა აგვირჩიო ჩენ A21?

  1. ჩვენ ვაწვდით კომპლექსურ სერვისს. ვებგვერდი, SEO, SMM, დიზაინი, კონტენტი – ყველაფერი ერთ ადგილას, ერთ გუნდთან, ერთი სტრატეგიის ფარგლებში. ეს ნიშნავს მეტ კოჰერენტობას, ნაკლებ კოორდინაციის პრობლემებს და უკეთეს შედეგს.
  2. მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენ ვიცით, რა მუშაობს ქართულ ბაზარზე. ვიცით, როგორ ფიქრობს ქართველი მომხმარებელი, რა ტრიგერები მუშაობს, რა შეცდომებს უშვებენ კომპანიები – და ამ ცოდნას ვიყენებთ თქვენი სასარგებლოდ.
  3. მგამჭვირვალე თანამშრომლობა. ჩვენ ვაახლებთ კლიენტებს ყოველ ეტაპზე. პროცესი გასაგებია, ფასი – გამჭვირვალე, შედეგები – გაზომვადი.
  4. ჩვენი გუნდი. A21-ის ძალა ჩვენი ადამიანებია. თითოეული სპეციალისტი – იქნება ეს ვებ-დეველოპერი, SEO ექსპერტი, SMM მენეჯერი, კოპირაიტერი თუ ფოტოგრაფი – არის ჭეშმარიტი პროფესიონალი, რომელიც მუდმივად ვითარდება.
თანამშრომლობა - სარეკლამო სააგენტო A21

და ბოლოს ჩვენი მიდგომა

A21-ში ყოველი პროექტი იწყება კლიენტის მოსმენით. ჩვენ ჯერ ვიგებთ – ვინ ხართ, სად გინდათ მისვლა, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, ვინ გეჯიბრებათ. მხოლოდ ამის შემდეგ ვქმნით სტრატეგიას.

ჩვენი სამუშაო პროცესი სამ ეტაპად იყოფა:

ანალიზი და სტრატეგია.

ვიკვლევთ ბაზარს, კონკურენტებს, სამიზნე აუდიტორიას. ვქმნით მკაფიო სამოქმედო გეგმას.

განხორციელება.

ვქმნით, ვწერთ, ვდიზაინავთ, ვოპტიმიზებთ. ყოველი ეტაპი კლიენტთან კოორდინირებულია.

გაზომვა და ოპტიმიზაცია.

პროექტი არ მთავრდება ჩაბარებისთანავე. ვაანალიზებთ შედეგებს, ვიღებთ გაკვეთილებს და ვაუმჯობესებთ.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter მოსაძებნად

Shopping Cart